weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბინიდან ძვირფასეულობის მოპარვის ბრალდებით დამლაგებელი დააკავეს

12:18 შაბათი, 23 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის სამი ფაქტი გახსნა და ორი პირი დააკავა. სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, 1980 წელს დაბადებულმა ნ.მ.-მ მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს ძვირფასი სამკაულები და საათები მოიპარა.

შსს-ს ცნობით, კიდევ ერთმა ბრალდებულმა, 1988 წელს დაბადებულმა, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევმა ა.ჩ.-მ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბინა გაქურდა.

„მის მიერ მოპარული ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჩ.-მ ჭავჭავაძის გამზირზე კიდევ ერთი მოქალაქის ბინა გაქურდა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]