weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხულოს საავადმყოფოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

18:03 შაბათი, 23 თებერვალი 2019

ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში სოფელ წაბლანში მცხოვრები 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს.

„პაციენტი შემოყვანილი იქნა მძიმე მდგომარეობაში: სახეზე იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტემპერატურის მატება, სასიცოცხლო პარამეტრები იყო მკვეთრად დაქვეითებული. შემოყვანისთანავე დაიწყო შესაბამისი კვლევების და მკურნალობის ჩატარება, გამოვიძახეთ რეანომობილიც. რამდენიმე საათში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ამბობს აჭარის ტელევიზიასთან ექიმი ხათუნა ჯაყელი.

სოფელ წაბლანში მცხოვრებ კიდევ რვა არასრულწლოვანს სამედიცინო შემოწმება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში უტარდება. თავდაპირველად, გრიპის ნიშნებით, ისინიც ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში შეიყვანეს.

„შემოვიდა რვა პაციენტი, მათ შორის ექვსი ბავშვია და ორი მოზრდილი. ერთ-ერთი ოთხი თვისაა. ჰქონდათ ცხელება, ხველა, ღებინება. დღეისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს კლინიკურ-ლაბორატორული კვლევები, აღებულია მასალა ვირუსოლოგიურ გამოკვლევაზე“, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ნატო მიშველიძე.

რაც შეეხება გრიპის ვირუსის გავრცელების დინამიკას, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ვირუსული დაავადების ჩივილებით, ბოლო ერთ კვირაში ამბულატრორიებს 180-მა ადამიანმა მიმართა, რაც „ძალიან კარგი მონაცემია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]