შემთხვევა 24 თებერვალს, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი, რომელიც ხიდიდან გადახტა, სხვა ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა. მათივე თქმით, თანმხლები პირი მის შეჩერებას ცდილობდა, თუმცა წყალში გადახტომა მაინც შეძლო. გადახტომა სცადა მეორე ქალმაც, რომელიც გამვლელებმა შეაჩერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.