weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახმეტაში ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება

11:41 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019

ორგანიზაცია Action Against Hunger, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან პარტნიორობით, პროგრამის „ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“ განხორციელებას იწყებს. პროგრამის გახსნის ღონისძიება ახმეტის კულტურის სახლში გაიმართა და მას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დაესწრო.

ელჩმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ძირითადი მიზანი სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარება და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გაზრდაა.

ვიზიტის ფარგლებში კარლ ჰარცელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პანკისის ხეობის უხუცესებსა და პანკისელ მასწავლებლებს შეხვდა.

მასწავლებლებმა, რომლებიც სასაწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ, ელჩს ვიზიტის ფარგლებში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ელჩის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დუისის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რაც ხეობაში საგანმანათლებლო და კულტურული ცხოვრების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია [R]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]