weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპუციის დღე აღინიშნება

12:18 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019

25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპუციის დღე აღინიშნება. 98 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

წითელი არმია საქართველოში „აჯანყებული მშრომელების“ მხარდაჭერის საბაბით 1921 წლის 15 თებერვალს შემოიჭრა, 25 თებერვალს, მძიმე ბრძოლების შემდეგ, კი თბილისი აიღო. საბრძოლო მოქმედებები შემდეგაც გაგრძელდა. 17 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანა დატოვა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლკამ არსებობა შეწყვიტა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის ამ დღეს ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

დაღუპულთა ხსოვნის ღონისძიებები ტრადიციულად, თბილიისში, ასევე ქალაქის მისადგომებთან – კოჯორ-ტაბახმელასთან ტარდება. სწორედ აქ გაიმართა თბილისის დასაცავად ყელაზე მწვავე ბრძლები, რომელშიც ქართველი იუნკერები და კადეტები მონაწილეობდნენ.

დღეს იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დღესაც ოკუპირებულია და „ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას“.

„ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა თავის სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იუნკერთა თავდადებით საქართველო გადარჩა.

„იმ დღეს დასრულდა ბრძოლა, მაგრამ არ დასრულებულა საქართველოსთვის ბრძოლა, რომელიც გრძელდება მისი დამოუკიდებლობისთვის. მათი თავდადებით რეალურად გადარჩა საქართველო და დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა. ამისთვის უნდა ვიყოთ არა მხოლოდ მადლიერი, გვჭირდება, რომ ყოველდღიურად გვახსოვდეს. ვწუხვარ, რომ კოჯორში არის მხოლოდ იუნკერთა მემორიალი, მაგრამ არანაირი ნიშანი არ არის იმ ისტორიის, რომელიც აქ მოხდა. აქ თუ ამოვლენ ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები, უცხოელები, უნდა იცოდნენ, რა მოხდა, რომელი ბრძოლა გაიმართა, რა მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა, რატომ არის ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]