weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ მარნეულში მამიდის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

14:02 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მამიდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში 67 წლის ქალი 10 დეკემბერს მოკლეს. პოლიციამ მისი ძმისშვილი, 32 წლის კაცი დააკავა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ.მ.-მ, რომელიც განაწყენებული იყო მამიდის, ბ.მ.-ს დამოკიდებულებით, ურთიერთშელაპარაკებისას მას ხელი ჰკრა, რის შედეგადაც ქალი წაიქცა, თავი მიარტყა ტახტს და გონება დაკარგა.

„ნ.მ.-მ კვალის დაფარვის მიზნით, ბ.მ. სარდაფში ჩაიყვანა, რა დროსაც იგი გონს მოვიდა, ხოლო ნ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მას ხის ჯოხი თავის და სახის არეში რამოდენიმეჯერ ჩაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.მ. ადგილზე გარდაიცვალა“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა მამაკაცი 16 დეკემბერს, მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.108-ე მუხლით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]