weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რომელ ქრონიკულ დაავადებებზე და ვისზე გაიცემა მედიკამენტები უფასოდ

11:39 პარასკევი, 30 ივნისი 2017
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე

დღეიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა. ახალი პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000-ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; დიაბეტის მეორე ტიპი (არაინსულინდამოკიდებული).

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე.

მედიკამენტის მისაღებად ბენეფიციარი მიდის ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმი უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას. ექიმი წერს რეცეპტს, სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება. ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნით მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას არეგისტრირებენ პროგრამაში. სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს შესაბამის აფთიაქს. ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა. აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ბენეფიციარის ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობასაც.მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში.

თუ მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]