weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის შესარჩევი კონკურსის მონაწილეთა სია ცნობილია

23:44 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში ცხრა კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის ინფორმაციით, ესენი არიან: მალხაზ ასლამაზაშვილი, დონარა შონავა, მიხეილ ჩიკვილაძე, ზაალ ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, მანანა ღოღობერიძე, ნინო მინდიაშვილი, ია მამალაძე და იოსებ ჭუმბურიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ღია კონკურსი 8 თებერვალს გამოაცხადა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა 21 თებერვალს დაამტკიცა. კომისიის შემადგენლობაში არიან სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, პიარსააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; გოდერძი შარაშია – ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი; ბონდო მძინარაშვილი – ტელეკომპანია „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი; ეთერ (ბაია) გადაბაძე – მედიამენეჯერი; ნინო ახვლედიანი – ჟურნალისტი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის პიარ ხელმძღვანელი; სალომე უგულავა – ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი; ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი; დავით ცხადაძე – კინოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე; ნათია კუპრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე.

კომისიამ დღეს, 25 თებერვალს, პირველ სხდომაზე, თავმჯდომარედ სოსო გალუმაშვილი აირჩია, ხოლო კომისიის მდივნად – ერმილე მესხია. კომისია ღია კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატიდან ჯერ სამს შეარჩევს, მათგან კი შეირჩევა სამეურვეო საბჭოს ერთი კანდიდატი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა შათირიშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 24 დეკემბერს მიმართა. ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]