weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეგულატორის გადაწყვეტილების ასე განხილვა მის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა - გვენეტაძე

13:22 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. გვენეტაძემ ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ის საკითხი, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში და ეხება თიბისი ბანკს, განხილვის საგანი იყო საზოგადოებაში. თიბისი ბანკთან ერთად, რომლის რეგულატორიც ჩვენ ვართ, ისევე როგორც სხვა ბანკებისა, ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც მკაფიოდ ვთქვით, რომ ეროვნულ ბანკს და თიბისი ბანკს შორის დავები არ არსებობს.

როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი და მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ჩემს თავზე ავიღე ის რისკი, რასაც შეიძლებოდა ჩემი რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინა, რადგან მე ვზრუნავ ბანკსა და ფინანსურ სექტორზე. აქედან გამომდინარე, სანამ არ გაკეთდა თიბისი ბანკისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი განცხადება, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვივრცელებია. ამის შემდეგ კი ჩვენ დამატებით ძალიან ნათელი და დეტალური ინფორმაცია მივეცით, სადაც აბსოლუტურად ნათელი იყო შეფასება იმის, რაც გადავწყვიტეთ.

მე ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა. ვფიქრობ, ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე.

მე არ მახსოვს ასეთი პრეცედენტი საერთაშორისო პრაქტიკაში, როცა რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთი დავის საგანი ხდება.

მინდა მოგახსენოთ, რომ ამ შემთხვევაში, თუ არსებობს რომელიმე დავა, ფიზიკური პირების მხრიდან, გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით. ეროვნული ბანკის ფუნქციაა შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მას აკისრია. თუ ის ამ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ცუდი იქნება, როგორც ბანკისთვის, ისე საფინანსო სექტორისთვის. ჩემი, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, მოვალეობაა, გითხრათ, რომ ასეთი ტიპის განხილვები ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ საზედამხედველო ზომებთან დაკავშირებით, არ არის მართებული, რადგან ეს გამოიწვევს მოწყვლადობის შექმნას მთლიანად ფინანსურ სექტორში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საკომიტეტო მოსმენას თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ბადრი ჯაფარიძეც ესწრებიან. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ერთი კვირის წინ დატოვეს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გაწვევა 14 თებერვალს მოითხოვა. ეროვნული ბანკის განმარტებით, ამ მოთხოვნის საფუძველი იყო „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

მანამდე, იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. 9 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]