weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის ცენტრის რეაბილიტაციას გეგმავს

13:58 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს ქალაქ თელავის ცენტრის რეაბილიტაციაა.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ძირითადი ნაწილი დაეთმო რეგიონულ განვითარებას. მხოლოდ რამდენიმე პროექტზე ვისაუბრებ, რომელთა განხორციელებასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს. ეს პროექტებია – ქალაქ თელავის ცენტრის რეაბილიტაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის ლაღამის უბნის და უშგულის ადმინისტრაციული ერთეულის კოშკების რეაბილიტაციის პროექტირება და ქალაქ ზუგდიდის ცენტრის და ცენტრალური ბულვარის პროექტირება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე რაიონული მნიშვნელობის საავტომობილო გზასაც, მათ შორის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ველისციხე-ჭერემის გზას.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, სხვადასხვა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დაპროექტება ძალიან მალე იწყება, რისთვისაც 4 მილიონ 130 ათასი ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაციის პროექტების ღირებულება კი პროექტირების დასრულების შემდეგ განისაზღვრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]