როგორც ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტისსაფუძველზე აქვს ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინით როგორც გორში, ისე თბილისში.
„თბილისში ვიწყებთ ორი ახალი კორპუსის მშენებლობას და მომავალ წელს 480-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 1724 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდა.