ხაზარაძემ ჟურნალიტებთან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენა ჩაიშალა. ხსდომაზე ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკთან დაკავშირებით მიღებული გადაწყევტილება უნდა განეხილათ.
ხაზარაძის თქმით, მან და მისმა პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ კომიტეტის სხდომაზე დასრწების მიწვევა როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე უმარვლესობის მხრიდან მიიღეს. ხაზარაძეს მიაჩნია, რომ შესაძლოა, პარლამენტი ყოფილიყო ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხს, საზოგადოებას, დეპუტატებს მიეცემოდათ ობიექტური ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ ისტორიას ახლავს.
„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანის პრეზიდენტის განცხდებას, რომ რამე ზიანი შეიძლება, მოჰყოლოდა ჩვენს აქ გამოსვლას. სამწუხაროდ კომიტეტი დაიხურა, რამეთუ ზიანი შეიძლებოდა, მიყენებულიყო „თიბისიზე“ და მთლიანად საქართველოს იმიჯზე.
ჩვენ აქ არ ვართ მოსული როგორც კერძო ბიზნესმენები. საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძე, აღარ ეხება „თიბისის“, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას.
თუ მოიკითხავთ ნებისმიერ მსოფლიო სააგენტში, რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ რაღაც აბსურდულ ბრალდებებთან“, – განაცხადა ხაზარაძემ.
„თიბისი ბანკის“ სამეთვაყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მას ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან აქვს შეხვედრა და სწორედ განვითარებული მოვლენებია პირველი სასაუბრო თემა.
კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტში განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.