weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბანკი იძულებით დავტოვეთ, მაგრამ ჩვენს ღირსებასა და სამართალს არ დავთმობთ – ხაზარაძე

14:56 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

„ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, დაგვეტოვებინა თიბისი ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებასა და სამართალს არ დავთმობთ“, – ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ ჟურნალიტებთან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენა ჩაიშალა. ხსდომაზე ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკთან დაკავშირებით მიღებული გადაწყევტილება უნდა განეხილათ.

ხაზარაძის თქმით, მან და მისმა პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ კომიტეტის სხდომაზე დასრწების მიწვევა როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე უმარვლესობის მხრიდან მიიღეს. ხაზარაძეს მიაჩნია, რომ შესაძლოა, პარლამენტი ყოფილიყო ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხს, საზოგადოებას, დეპუტატებს მიეცემოდათ ობიექტური ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ ისტორიას ახლავს.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანის პრეზიდენტის განცხდებას, რომ რამე ზიანი შეიძლება, მოჰყოლოდა ჩვენს აქ გამოსვლას. სამწუხაროდ კომიტეტი დაიხურა, რამეთუ ზიანი შეიძლებოდა, მიყენებულიყო „თიბისიზე“ და მთლიანად საქართველოს იმიჯზე.

ჩვენ აქ არ ვართ მოსული როგორც კერძო ბიზნესმენები. საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძე, აღარ ეხება „თიბისის“, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას.

თუ მოიკითხავთ ნებისმიერ მსოფლიო სააგენტში, რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ რაღაც აბსურდულ ბრალდებებთან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ სამეთვაყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მას ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის  ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან აქვს შეხვედრა და სწორედ განვითარებული მოვლენებია პირველი სასაუბრო თემა.

კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტში განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]