გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.
ამასთან, სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნულ წარმოებას არაფერი აქვს საერთო საკონდიტრო საწარმო „მადარტთან“, რომელიც მომხმარებლისთვის „მადას“ სახელით არის ცნობილი.