weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დარღვევების გამო ნახევარფაბრიკატების კომპანია „მადას“ წარმოება შეუჩერეს

15:36 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფმა ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს „მადა“ შეამოწმა. ინსპექტირებისას გამოვლინდა ცხრა კრიტიკული შეუსაბამობა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები და კოროზირებული დანადგარები.

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.

ამასთან, სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნულ წარმოებას არაფერი აქვს საერთო საკონდიტრო საწარმო „მადარტთან“, რომელიც მომხმარებლისთვის „მადას“ სახელით არის ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]