weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება

15:01 პარასკევი, 30 ივნისი 2017

თიანეთი-ახმეტის 30-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად აზერბაიჯანული კომპანია „AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC“ გამოცხადდა, რომელიც ქალაქ ბაქოშია რეგისტრირებული.

ტენდერის პირობების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 23 792 513 ლარი იყო გამოყოფილი (ყველა სახის გადასახადისა და სახელმწიფო მოსაკრებლის ჩათვლით), გამარჯვებული კომპანიის შეთავაზებამ კი 18 989 011 ლარი შეადგინა.

სამუშაოების შესრულება სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება და 20 თვის ვადაში მთლიანად უნდა დასრულდეს. გზის მოასფალტება ქალაქ ახმეტიდან უნდა დაიწყოს და 2017 წლის ბოლომდე 10 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს, დანარჩენი 20 კმ სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება კი 2018 წელს გაგრძელდება.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის“ (SRAMP) ფარგლებში განხორციელდება.

ახმეტა – თიანეთის გზა ილტოს ხეობის სოფლებზე და კვეტერას ეკლესიის ტერიტორიაზე გადის. ახმეტის მუნიციპალიტეტში ვარაუდობენ, რომ გზის რეაბილიტაციის შედეგად ილტოს ხეობის სოფლებში სოციალურ–ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]