weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შს მინისტრის ბრძანებით უკონტაქტო პატრულირების ადმინისტრირების წესი დამტკიცდა

15:13 პარასკევი, 30 ივნისი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, განისაზღვრა პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების პირობები და პროცედურები.

კერძოდ, უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება შეზღუდული რაოდენობის საგზაო მონაკვეთზე. უკონტაქტო პატრულირებას განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მოსამსახურე. უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის მიერ დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე, რომელიც გასაცნობად და აღსასრულებლად გაეგზავნება ცენტრს და განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

უკონტაქტო პატრულირების განხორციელების შესახებ გამაფრთხილებელი ინფორმაცია მიეთითება შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში, თვალსაჩინო ადგილას, შესაბამისი ნიშნის განთავსების გზით;

განისაზღვრა უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული მონაცემების/ინფორმაციის დამუშავების პირობები, პროცედურები და შესაბამისი ვადები;

დამტკიცდა უკონტაქტო პატრულირების განხორციელების შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების ნიმუშები.

ბრძანება 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]