„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ანრი ლომიძე წარმოშობით ქუთაისიდანაა და ორი წელია ვენაში ცხოვრობს. მისი მეგობარი, ზურა გორგაძე ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკა ლომიძე ბინას უკრაინელ სტუდენტებთან იყოფდა და სავარაუდოდ, სწორედ მათთან კონფლიქტის შემდეგ გაუჩინარდა.
„როგორც ვიცით, რაღაც შეკამათება მოსვლია, ტანსაცმელი წამოუღია და გამოსულა გარეთ. ეს მოხდა კვირას. შემდეგ, კვირავე დღეს, აქ ერთი სტუდენტური საცხოვრებელია, სადაც ეგულებოდა თავისი ახლობლები, მეგობრები, იქ მისულა და ზემოთ რაღაც სახელებს ყვიროდა, ვიღაცას გადმოუხედია სტუდენტური საცხოვრებლიდან და უთქვამს - სახლში არ არის ვისაც ეძებო. ამის შემდეგ, სტუდენტური საცხოვრებლიდან ერთ-ერთი ადამიანი ქვემოთ ჩამოსულა და მანქანაზე იდო მხოლოდ ყურსასმენები, მეტი არაფერიო. ეს არის ის, რაც ვიცით, ამის შემდეგ გაუჩინარებულია“, – ამბობს ზურა გორგაძე სატელეფონო ინტერვიუში.
ვენაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს და ამ ეტაპისთვის, რაიმე კონკრეტულ შედეგზე საუბარი შეუძლებელია.