weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანის საავადმყოფოს თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცნენ

15:23 პარასკევი, 30 ივნისი 2017

„ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმები, ექთნები და სანიტრები შესაძლოა გაიფიცნენ. პროტესტის მიზეზი ის არის, კომპანია 1–ლი ივლისიდან თანამშრომლებს ხელფასს 30%–ით უმცირებს. კომპანიის ხელმძღვანელებმა თანამშრომლები გუშინ გააფრთხილეს.

„ისედაც დაბალი ხელფასები გვაქვს. ზოგიერთი თანამშრომელი 200 ლარზე მუშაობს. 20% საშემოსავლო გადასახადში მიდის, 30%–ითაც რომ შეგვიმცირონ, რაღა დაგვრჩება. დამატებით გვამუშავებენ, ზეგანაკვეთურს სრულად არ გვინაზღაურებენ და თან ხელფასებიც შეგვიმცირეს. გვითხრეს, ვისაც მუშაობა არ გინდათ, წადითო“, – აღნიშნეს კლინიკის თანამშრომლებმა.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ განმარტებით, ხელფასების შემცირების მიზეზი კლინიკებში გამოვლენილი დარღვევებია, რის გამოც 2 400 000 ლარის დავალიანება დაუგროვდათ. ჯარიმის სახით კი ხელფასები იმ ფილიალების თანამშრომლებს დაექვითებათ, სადაც გადაცდომებია გამოვლენილი.

„იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ დაზუსტდება ჩვენი ხარვეზების რაოდენობაც და ოდენობაც. დღეის მდგომარეობით, ამან ჩვენს კომპანიაში გამოიწვია ფინანსური პრობლემა და ხელფასების მცირე ნაწილის დაკავება მოგვიწია, რომელიც სრულად მიმდინარე წლის ოქტომბრის თვემდე დაიფარება“, - აცხადებს „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორი სოფო გასიტაშვილი.

„თან იმას ამბობენ, რომ რასაც ახლა დაგვიკავებენ, ოქტომბრის შემდეგ ეტაპობრივად გადაგვიხდიან. სესხება უნდათ თანამშრომლებისგან. 30% რომლიდანაც ყველა თეთრი გათვლილია თუ როგორ უნდა დავხარჯოთ. როგორ უნდა ვიარსებოთ ოქტომბრამდე. ოქტომბერში უკან დაგიბრუნებთო, მაგრამ რა ვიცით, როგორ იქნება და რა იქნება“, - ამბობს ექიმი ბაბულია ქაჩლიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]