საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და მოიზიდავს მეტ ტურისტს უკრაინიდან, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ეს კიდევ ერთი მაგალითია ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცების, ადამიანებს შორის კონტაქტის გაღრმავების. მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გაამარტივებს ადამიანების გადაადგილებას სახელმწიფო საღვრებზე და მნიშვნელოვნად წაადგება ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში შესასვლელად ვიზის აღება არ სჭირდებათ. მათ უფლება აქვთ, უკრაინის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე დარჩნენ არა უმეტეს 90 დღისა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.