როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლერი მათურელი გზის პირას გაჩერებული ავტომობილის მძღოლის დასახმარებლად მეწყვილესთან ერთად იყო მისული, რა დროსაც დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დააკავეს 1974 წელს დაბადებული მძღოლი - ზ.ბ, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.