weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციის დაყაჩაღებისას ინკასატორი დაჭრეს

11:11 შაბათი, 02 მარტი 2019

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან, ინკასატორებს დაყაჩაღების მიზნით თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა ინკასატორი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეიარაღებული თავდასხმა დღეს, დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის სამსახურის თანამშრომლებს - მძღოლსა და ინკასატორს, ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ამ დროისთვის უცნობია, მოახერხეს თუ არა მათ თანხის წაღება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]