„სპეცოპერაცია ძირითადად ფოთსა და სენაკში ჩატარდა. აყვანილია 20-მდე პიროვნება. ნიღბიანები თბილისიდან არიან ჩამოსულები“, – განაცხადა რადიო „ათინათთან“ ჯიტა გულუამ.
ადვოკატი დაკავებულებს ჯერ არ შეხვედრია. დაკავება, სავარაუდოდ, „ქურდული სამყაროს“ წევრობას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.