weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში 58 ბოთლი უაქციზო ვისკი ამოიღეს

13:53 შაბათი, 02 მარტი 2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათმა თანამშრომლებმა კახეთში უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც საგმოძიებო სამსახურში განაცხადეს, დანაშაულში მხილებული პირის სატრანსპორტო საშუალებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 58 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი – ვისკი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 3 400 ლარია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას გულისხმობს. ამ მიხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]