weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო – მეუფე იაკობი

12:48 კვირა, 03 მარტი 2019

„შეშინებული კაცია ციხეში, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო“, –განაცხადა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ბოდბელმა ეპისკოპოსმა დეკანოზის მიერ ციხიდან დაწერილ წერილზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი მამალაძე წერილში ზოგადად კორუფციაზე საუბრობს და კონკრეტული ფაქტები მოყვანილი არ აქვს.

„თუ ვინმე ამბობს, რომ არ იცის, რა წერია დეკანოზ მამალაძის წერილში, იტყუებიან. როდესაც ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ეს წერილი წაგვიკითხა, იქვე დაიბადა აზრი, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება, სასულიერო პირი იყოს. ერთია, რომ რაღაცას წერ - მახარებელი ხომ არ არის, რომ რასაც წერს, ყველაფერი დაიჯერო, - ხომ უნდა დაამტკიცო, რასაც წერ?

არაფერი ისეთი წერილში არ წერია, შანტაჟია ჩვეულებრივი - თუ არ გამომიშვებენ, რაღაცები მაქვს და გამოვაქვეყნებო, გამოაქვეყნოს, რაც უნდა. კონკრეტული ფაქტები იქ არ არის, ზოგადად ლაპარაკობს კორუფციაზე. არანაირი ფაქტები წერილში არ ყოფილა. ეს არის ჩვეულებრივი აგათა კრისტი.

მართლა რომ სერიოზული კომპრომატები იყოს, აქამდე ხომ გამოიყენებდა? რომელ კომპრომატზეა ლაპარაკი? შეშინებული კაცია ციხეში, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო. ტყუილად რომ იყოს დაჭერილი და მოწამე იყოს, როგორც მას ზოგიერთი სასულიერო პირი უწოდებს - თუ მოწამეა და აღმსარებელი, მაგ ჯვარს ტოვებს და გარბის იქიდან? თუ შენდობას ითხოვს, მაშინ ჩვენ გაგებით მოვეკიდებით, მაგრამ თუ ასე მუქარით ილაპარაკა - გამოაქვეყნოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს: „თუ შეიწყალებს, არავის აქვს უფლება თქვას, რატომ შეიწყალაო. ეს პრეზიდენტის დისკრეციაა. არ ვარ ის ადამიანი, ვისაც რომელიმე ადამიანის, თუნდაც მამა გიორგის ციხეში ყოფნა უნდოდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ ის პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. როგორც მაშინ შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განმარტა, კომისიამ ამ საკითხზე იმსჯელა, მაგრამ კონსენსუსი ვერ შედგა და შესაბამისად, პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა, გიორგი მარგველაშვილმა კი კომისიის პოზიცია გაიზიარა.

ამასთან, 2019 წლის 19 თებერვალს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, ეკლსია მზად იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]