"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ორ ახალგაზრდას, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
საგანგემო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საზღვაო სეზონის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სულ 135 მაშველია მობილიზებული. სანაპიროზე ისინი გათენებიდან დაღამებამდე მუშაობენ. ხოლო ღამით, როდესაც მხედველობის არეალი შეზღუდულია, რეაგირება 112-ზე შესული ზარების საფუძველზე ხდება.