ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. ავტომობილში მყოფი 18, 20 და 23 წლის მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოხების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოწვია.