weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სასამართლომ მირზა სუბელიანს 13 თვით პატიმრობა მიუსაჯა

15:39 ორშაბათი, 04 მარტი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვისთვის დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ სუბელიანისთვის წარდგენილი ბრალი – დანაშაულის შეუტყობინებლობა – გადააკვალიფიცირა.

„მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო გ.ჯ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სასამართლოს განაჩენით, მირზა სუბელიანის მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა და მას მსჯავრი დაედო დანაშაულის დაფარვისთვის“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, მირზა სუბელიანს სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლითა და ერთი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მირზა სუბელიანი რვა თვის განმავლობაში, 2018 წლის 11 ივნისიდან დღემდე, წინასწარ პატიმრობაში იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის 9 ივნისს დააკავა. სუბელიანს ბრალად 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობა ედებოდა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე გადაკვალიფიცირდა 375-ე მუხლით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

 

ამ თემაზე:

მირზა სუბელიანი 1 წლით პატიმრობაზე ხელისუფლებას გაურიგდა – ფარული ჩანაწერი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]