weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

თუ სკოლებში სექსუალური განათლება შემოვა, შვილებს გაკვეთილზე არ გავუშვებ – დეკანოზი

16:45 ორშაბათი, 04 მარტი 2019

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) წევრის, დეკანოზ დავით მასურაშვილის თქმით, თუ სკოლებში სექსუალური განათლება შევა, შვილებს გაკვეთილზე არ გაუშვებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის განხილვისას განაცხადა.

„განათლების უფლება ყველას აქვს. საბაზისო განათლებაზე რომ ვუთხრათ შვილებს უარი, ჩვენ, მშობლები დავისჯებით ამის გამო. ახლა არის მოძალება, რომ სექსუალური განათლება უნდა შევიდეს სკოლებში, ან ვიღაც ხატიები შემოიტანენ რაღაცას. თუ ეს, ჯვარი გვწერია, სკოლებში განხორციელდა, ჩემს შვილებს არ გავუშვებ არც იმ გაკვეთილზე და თუ საქმე ძალიან ცუდად წავა, შესაძლოა, სკოლაშიც არ გავუშვა და თვითონ მივცე მათ შესაბამისი განათლება. ასეთ შემთხვევაში მე დავექვემდებარები შვილის ჩამორთმევას. როგორ უნდა განახორციელოთ ეს პრაქტიკაში, არ ვიცი“, – განაცხადა დეკანოზმა.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა. მისი ავტორები აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა არიან. მოსალოდნელია, რომ კოდექსს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]