weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოლნისში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

00:15 სამშაბათი, 05 მარტი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შენობა 40 თანამშრომელზეა გათვლილი. მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

„ეს ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტია. აქ იმსახურებს 40 პოლიციელი, რომლებიც მოემსახურებიან ამ დიდ რაიონს, დაახლოებით, 60 000 მოქალაქეს. აქ არის სრულად მოწყობილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჩვენმა პოლიციელებმა ღირსეულად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა“, – განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, წელსვე დაიწყება და დასრულდება პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა ბათუმში, გომში, მესტიაში, წალენჯიხაში, პანკისსა და ბაკურიანში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]