ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ცნობით, აკუმულატორის გარდა, მოპარული ტრანსპორტის მფლობელის პირადი ნივთებიც.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამოქალაქო მისიაა, რომელიც საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა. იგი ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. EUMM-ს სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან.