weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საპატრიარქოს უნივერსიტეტმა რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

10:07 სამშაბათი, 05 მარტი 2019

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტმა როსტოვის დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც სასწავლო და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსმა და სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, მეუფე სპირიდონმა და დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ბესარიონ მესხმა.

„მე მინდა დავლოცო ბატონი ბესარიონი. ის არის ძვირფასი ჩვენი ქართველი თანამემამულე, რომელიც 10 ათას ქართველს პატრონობს მოსკოვში, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გახდა უდიდესი უნივერსიტეტის პრორექტორი და თითქმის 20 წელია, რექტორია. ჩვენ დღეს საზეიმოდ ვდებთ მემორანდუმს ჩვენს უნივერსიტეტსა და მოსკოვის უნივერსიტეტს შორის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“, – განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერამდე მეუფე სპირიდონმა.

წმინდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც მემორანდუმი გაფორმდა, ბესარიონ მესხთან ერთად, დონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სვეტლანა შვედოვაც ესწრებოდა. მსგავსი მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც გაფორმდა.

სხალთის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონს პრორუსული მიდგომები არაერთხელ გამოუვლენია. ერთი წლის წინ, ქადაგებისას განაცხადა, რომ ქართველს ვერ უწოდებს იმას, ვინც რუსეთს ლანძღავს და აგინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]