weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2019 წელს სოციალურ მუშაკთა რაოდენობა გაიზრდება – სერგეენკო

11:12 სამშაბათი, 05 მარტი 2019

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა 50-ით გაიზრდება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მას დეპუტატები და სოციალური მუშაკები უსმენენ.

„კანონი, რომელიც მიღებულია, არეგულირებს მთელ რიგ საკითხებს და მათ შორის ხედვას, სოციალური მუშაკების შესახებ. 2009 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა 171 იყო, 2018 წელს - 244, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია 50 სოციალური მუშაკის დამატება. სოციალური მუშაკების დამატება არ არის მხოლოდ სამინისტროს კეთილ ნებაზე ან შიდა გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ეს კანონის ნაწილია, მათ შორის ქვეყნის ბიუჯეტის კანონის და უნდა მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა“, – განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არსებობს ზრდის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, სოციალური მუშაკების რაოდენობა 2020 წელსაც 50-ით გაიზრდება.

„2021 წელს თვითმმართველობებშიც გაჩნდებიან სოციალური მუშაკები, 2025 წელს კი, ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი. ერთ-ერთი წუხილი, რაც სოციალურ მუშაკებს აქვთ, არის ის, რომ 2025 წლამდე ამოქმედდეს ეს რეგულაცია, როდესაც 50 საქმეზე მეტი არ ექნებათ. ეს დოგმატურ თემად არ მეჩვენება, ესეც კონსულტაციების საკითხია, თუმცა ასე ხისტად ნამდვილად გაჭირდება, რადგან პირველ რიგში, გასაკეთებელია ძალიან მკაფიო დეფიცინია, რას ნიშნავს ერთი საქმე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]