"თავის მოკვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. სამი კვირაა ამაზე ლაპარაკობდა. დღეს გამთენიისას ოჯახის წევრებს დაემშვიდობა და მეცხრე სართულის ფანჯრიდან გადახტა", - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი "ინფო რუსთავთან" საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.