პანაშვიდი მამა გიორგი კოკოშვილმა ჩაატარა.
იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს, გორში დაიბადა. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც ის მარქსისტული იდეების პროპაგანდისთვის გარიცხეს. ცენტრალური კომიტეტის მდივნად იოსებ ჯუღაშვილი 1922 წელს რამდენიმე გადასახლებისა და აქტიური ბოლშევიკური მოღვაწეობის შემდეგ აირჩიეს. 1935-38 წლებში მის მიერ გატარებულ რეპრესიებს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მის დამსახურებას მიაწერენ მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის არმიის დამარცხებას. მინიჭებული აქვს გენერალ სიმუსისა და საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები. სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა და დასაფლავებულია მოსკოვში, კრემლის გალავათან.
1952 წლიდან გორის ცენტრში სტალინის ძეგლი იდგა, რომლის დემონტაჟი 2010 წელს მოხდა. სტალინელები ძეგლის დადგმას ყოველწლიურად, სტალინის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებებზე ითხოვენ.
სტალინის სახელობისაა ქალაქის მთავარი გამზირი, კიდევ ორი ქუჩა კი მისი მშობლების – ეკატერინე და ბესარიონ ჯუღაშვილების სახელებს ატარებს. სტალინის გამზირისთვის სახელის შეცვლას ადგილობრივი აქტივისტები ითხოვენ.