weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმის მერია ხელვაჩაურს 555 442 კვ.მ ტერიტორიას დაუბრუნებს

16:34 სამშაბათი, 05 მარტი 2019

ქალაქ ბათუმის მერია მზად არის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს 555 442 კვ.მ ტერიტორია დაუბრუნოს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საუბარია ფანასკეტელ-ციციშვილისა და გრიგოლ რობაქიძის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა მდებარეობს.

ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობაზე დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. საკითხს მხარი არ დაუჭირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ. როგორც მან აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, 2011 წელს, როდესაც ბათუმის საზღვრები ხელვაჩაურის ტერიტორიის მიერთებით გაიზარდა, ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„დღეს ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია. ერთადერთი მოტივი, რაც წარმოდგენილი იყო, არის ის, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ადმინისტრაციული საზღვარი არ გააჩნია. შეიძლებოდა, რომ ხელვაჩაურს ადმინისტრაციულ საზღვრად სხვა ტერიტორია განესაზღვრა“, – განაცხადა ქამადაძემ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტერიტორიის დაბრუნების მოთხოვნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის სექტემბერში მიმართა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, საკითხის განხილვის პროცესში აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც გამოკითხეს. 246 ოჯახიდან 225 თანახმა იყო ტერიტორია ხელვაჩაურს დაბრუნებოდა, რვამ პასუხისგან თავი შეიკავა, 13 კი წინააღმდეგი წავიდა.

„ბათუმის საკრებულომ გაითავისა ის პრობლემა, რის წინაშეც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი იდგა. პრაქტიკულად, მუნიციპალიტეტი უკანონო ფორმირება იყო. დე იურე არ არსებობდა, დე ფაქტო - არსებობდა. სამწუხაროდ, სააკაშვილმა ცალსახად და უკანონოდ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და პრაქტიკულად, მუნიციპალიტეტი გააუქმა“, – განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ ბოლქვაძემ.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე საზღვრების შეცვლის საკითხზე შუამდგომლობას სამთავრობო კომისიას წარუდგენს, რის შემდეგაც ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]