weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

02:18 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

თბილისში, გლდანის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაზის გაჟონვის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა, ერთი პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მილი ცენტრალურ სავენტილაციო სისტემას იყო მიერთებული, რის გამოც გაზმა ქვედა ორ სართულზეც გაჟონა. 112-ში დახმარებისთვის სწორედ ქვედა სართულზე მცხოვრებლებმა მიმართეს, თუმცა დაზიანება მათ ბინაში არ აღმოჩნდა. შენობის დათვალიერებისას მიაგნეს გაჟონვის კერას, ბინაში კი ორი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. მათგან ერთი უკვე გარდაცვლილი იყო.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული ღია კამერიანი დანადგარი ჩაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]