weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

10:55 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათმა თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს და 4 150 ლარის ოდენობის სხვადასხვა ნომინალის ყალბი კუპიურა ამოიღეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, კახეთის რეგიონში 200 ლარის ნომინალის ყალბი კუპიურა გაასაღა. ხოლო მეორე შემთხვევაში ბრალდებულებმა, თბილისსა და შიდა ქართლში მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყალბი 100 და 200-ლარიანი კუპიურები გაასაღეს“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]