weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებს ბოტსვანას დელეგაცია გაეცნო

13:03 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბოტსვანას რესპუბლიკის  დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე შეხვდა და უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები გააცნო.

საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა დელეგაციის წევრებს  გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურების, ელექტრონული სერვისების, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებისა და საჯარო რეესტრის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია.

დელეგაციის შემადგენლობაში ბოტსვანას რესპუბლიკის რეფორმების, სტრატეგიული დაგეგმარების, ეროვნული შემოსავლების, მრეწველობის, კომუნიკაციებისა და სხვა მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]