weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური კვლევების ცენტრის აღდგენა – ზურაბიშვილის ინიციატივა

15:01 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური კვლევების ცენტრის აღდგენის ინიციატივით გამოდის. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ასეთი ცენტრის არსებობა საქართველოს მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„წლების განმავლობაში ჩვენთან არსებობდა ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური კვლევების მთავარი ცენტრი. აქ ჩამოდიოდნენ ქართველოლოგიის პროფესიის დაუფლების მსურველები; აქ ვზრდიდით ჩვენს უძლიერეს მეცნიერებს. ეს არის დარგი, რომელშიც ჩვენს ქვეყანას კონკურენტი ვერ ეყოლება. ეს ადგილი უნდა დავიბრუნოთ.

ენათმეცნიერებისა და ქართველოლოგიის გარდა, ეს ცენტრი უნდა აწარმოებდეს ინტერდისციპლინარულ კვლევებს საქართველოსა და კავკასიის შესახებ.

ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენ მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონის შესახებ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს.

პეზიდენტის თქმით, ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური კვლევების ცენტრი აღდგება და ვერ იარსებებს ძლიერი სახელმწიფო ნებისა და მხარდაჭერის გარეშე.

„ამ იდეის მხარდაჭერა პატრიარქის მხრიდან გადამწყვეტია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]