weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაკურიანში 30 წლის კაცის მკვლელობისთვის მისი ძმა დააკავეს

23:17 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

პოლიციამ დაბა ბაკურიანში 19 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ძმის მკვლელობა ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

„ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაბა ბაკურიანში ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ძმას 1989 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბაკურიანში დააკავა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა“, – აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]