weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კავკასიონის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა

12:30 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

აღმოსავლეთ კავკასიონზე, ხდის ხეობაში მდებარე უსახელო მწვერვალს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3700 მეტრია, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად მწვერვალისთვის მისი სახელის მინიჭების მიზნით ალპინიადა 2018 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდა. მასში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. მწვერვალის დალაშქვრაში მონაწილეები ოლიმპიურ კომიტეტში გუშინ, 6 მარტს დააჯილდოვეს. მათ საპატიო სიგელები გადაეცათ.

საქართველოს პირველი ეროვნული გმირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ჟიული შარტავა 7 მარტს 75 წლის გახდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]