weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

112-ის მობილურ აპლიკაციას ოჯახში ძალადობის განყოფილება დაემატა

12:56 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, „112“-ის მობილურ აპლიკაციაში ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევების მოძიებაც იქნება შესაძლებელი. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, „112“-ის აპლიკაციის სასარგებლო რჩევებს ოჯახში ძალადობის განყოფილება მათი მხარდაჭერით დაემატა.

„დაინტერესებული პირები მარტივად მოიძიებენ ინფორმაციას, თუ რა არის ოჯახში ძალადობა და როგორია მისი ფორმები. ასევე, როგორ მოიქცნენ, თუ ოჯახში ძალადობის პრობლემა აქვთ, ან იციან ამგვარი შემთხვევები შესახებ. აპლიკაცია მათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სახელმწიფო მომსახურებების - თავშესაფრების, კრიზისული ცენტრებისა და ცხელი ხაზის (116 006) შესახებაც ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, „112“-ის მობილური აპლიკაცია ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისია, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს.

„მას ჩუმი განგაშისა და ჩატის ფუნქციები აქვს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია, ან დარეკვით საფრთხე ექმნება, მას SOS - ჩუმი განგაშის ან ჩატის ფუნქციების გამოყენება შეუძლია.

აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროსაა მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ SOS ღილაკზე დაჭერით 112-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის“, – აცხადებენ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციაში.

აღნიშნული ინიციტიავით „112“ გენდერულ კვირეულს შეურთდა, რომელიც 3-8 მარტს იმართება.

ინიციატივა პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა წარმოადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]