weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორები გატაცებული მანქანით დააყაჩაღეს – შსს

13:13 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

სამართალდამცველებმა ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი – 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. დააკავა. ისინი დანაშაულს აღიარებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით, რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს.

„გ.ჯ. და ო.ხ. მიმდინარე წლის 2 მარტს, დილის საათებში, ზუგდიდში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს.

ბრალდებულებმა საინკასაციოდ გამზადებული ფული, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოფელ ონარიაშიც ჩაიდინეს დანაშაული. შსს-ს ინფორმაციით, ნიღბიანმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ ელექტროსადგურის დარაჯები გაიტაცეს, რის შემდეგაც იარაღის მუქარით მათი პირადი ნივთები და კუთვნილი ავტომობილი გასტაცეს.

„ბრალდებულებმა აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით განახორციელეს ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს. პოლიციამ ავტომობილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთ სოფელში მიტოვებული იპოვა“, – აცხადებენ შსს-ში.

გატაცებული ფული, დანაშაულის ჩადენის იარაღი - კალაშნიკოვის სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ინკასატორებისგან გატაცებული „გირსანის“ ტიპის პისტოლეტები, ნიღბები და ელექტროსადგურის დარაჯის კუთვნილი ავტომობილი პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და დაუფლების, ასევე, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]