weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არსებობს სერიოზული შეშფოთება – შვედეთის შს მინისტრი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებზე

16:24 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019
ფოტოზე მორგან იოჰანსონი ფოტოზე მორგან იოჰანსონი

„საქართველოდან შვედეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა, რაც დარეგულირებას საჭიროებს“, – „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მორგან იოჰანსონმა განაცხადა.

„არსებობს სერიოზული შეშფოთება. საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ შვედეთში ბოლო თვეებში კიდევ უფრო მოიმატა. არაერთხელ წამოვწიეთ ეს საკითხი ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე და ვფიქრობ, რომ კიდევ წამოვწევთ.

არცერთი ქართველისთვის არ მიგვინიჭებია თავშესაფარი. მათ უკან ვგზავნით, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ისევ ბრუნდებიან და 3-4 თვე რჩებიან.

ზოგი მათგანი დანაშაულს ჩადის, რაც ჩვენთვის პრობლემაა. ევროკავშირის შიგნით ჯერ არ ვიცით, რა სტრატეგიას გამოვიყენებთ, თუმცა რამდენიმე გზას განვიხილავთ“, – ციტირებს „რუსთავი 2“ შვედეთის შს მინისტრის კომენტარს.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრები ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის მთავარი თემა საზღვრის დაცვა და თავშესაფრის მინიჭების სისტემაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]