weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თელავის მერმა სამოქალაქო საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა

17:25 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა საზოგადოებას გასული წლის ანგარიში წარუდგინა და 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” (EECMD) თელავის ოფისის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხა, მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა და გამოხატა მზაობა საინტერესო სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისთვის.

ღონისძიებას დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულის პასუხისმგებელი პირები, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, მასმედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]