weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისის მერიამ კულტურის პალატას ყოფილი ქარხნის შენობა უსასყიდლოდ გადასცა

17:33 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

ქუთაისში, ყოფილი ქარხნის შენობა და მიმდებარე ტერიტორია „საქართველოს კულტურის პალატას“, რომლის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილია, ორი წლით უსასყიდლოდ გადაეცა. საკითხს მხარი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, შენობაში 8 მარტს, მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტია დაგეგმილი, თუმცა, ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა მომზადებული არ არის.

შენობის მდგრადობის დასკვნის წარმოდგენა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დავით ოქიტაშვილს საკრებულოს სხდომაზე მოსთხოვეს. მათი თქმით, „კულტურის პალატას“ დოკუმენტი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში უნდა წარმოედგინა, როცა შენობაში ბელგიური ჯგუფის „კონობას“ კონცერტი ჩატარდა.

„ახლაც მუშაობს ათკაციანი ჯგუფი და შეიძლება სამ საათშიც იყოს ეს დასკვნა“, – ამბობს დავით ოქიტაშვილი, რომელიც საკრებულოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა.

მისივე თქმით, შენობის შესწავლა პირველად არ ხდება და მას ექსპერტიზა უკვე ოთხჯერ ჩაუტარდა: „პირველი კონცერტი როცა ჩატარდა, ეს დასკვნა არსებობდა და ყველა დოკუმენტი აქვს მერიას“.

რაც შეეხება შენობის უსასყიდლოდ გადაცემას, დავით ოქიტაშვილის თქმით, „კულტურის პალატამ“ კონცერტების ორგანიზებაში დიდი თანხები ჩადო, რაც ქუთაისში კულტურული ცხოვრების განვითარებას ემსახურება.

„არ მოგვითხოვია და არც მოვითხოვთ ერთ თეთრსაც ქუთაისის ბიუჯეტიდან. პირიქით, ჩვენ ვხარჯავთ თანხებს, რადგან გვინდა, რომ ახალგაზრდებს გავუკეთოთ ის სივრცე, რასაც ნატრობენ. ქუთაისელი ახალგაზრდები კონცერტებზე დასასწრებად თბილისსა და ბათუმში არ უნდა დარბოდნენ. ისინი იმსახურებენ თავიანთ ქალაქში ასეთ სივრცეს“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

„კულტურის პალატისთვის“ შენობის გადაცემას დღეს საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანიას განაცხადებით, „სირცხვილია, რომ ფალიაშვილის ქალაქში კულტურა დავით ოქიტაშვილმა უნდა განავითაროს“. მისივე თქმით, ოქიტაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია, რის გამოც ხელისუფლებამ „კულტურის პალატისთვის აღნიშნული შენობის გადაცემა გადაწყვიტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]