weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროფესიულ სტუდენტებს შესაძლოა სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაუვადდეთ

13:50 პარასკევი, 08 მარტი 2019

წვევამდელს, რომელიც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტის სტატუსს მოიპოვებს, შესაძლოა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდეს. კანონპროექტი ცვლილების შეტანას ითვალისწინებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც დღეისათვის ჯარში გაწვევის ვალდებულების გადავადებას მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ითვალისწინებს.

„პროფესიული სტუდენტები ვერ სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, რაც ხელს უშლის პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების სრულფასოვან ალტერნატივად განხილვის შესაძლებლობას. საქართველოს, ასევე უცხოეთის, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები სარგებლობენ რა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებით, ეს დამატებით მოტივაციას უქმნის აბიტურიენტებს, პროფესიული განათლების ნაცვლად, მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარუმატებლობის შემთხვევაში, მოიპოვონ აკადემიური პროგრამის სტუდენტის სტატუსი უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შედეგად, ვღებულობთ იმას, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად აღემატება პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობას, რაც თავის მხრივ, იწვევს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სათანადო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე სამუშაო ძალის დეფიციტს“, - აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, ის წვევამდელები, რომლებსაც უკვე მოპოვებული აქვთ პროფესიული სტუდენტის სტატუსი, ვერ სარგებლობენ გაწვევის გადავადების უფლებით, რის გამოც, მათ სწავლის პერიოდში უწყდებათ ან უჩერდებათ პროფესიული სტრუდენტის სტატუსი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პროფესიულ განათლებაზე გამოყოფილი საბიუჯეტო თუ კერძო დაფინანსების მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის საკითხს.

საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ კოლეჯებს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, მხოლოდ ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. მას არ უნდა ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი.

ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაიზრდება პროფესიული განათლების პოპულარობა; გაიზრდება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, კვალიფიციური ადამიანური რესურსის მიწოდება; შემცირდება მოთხოვნა უცხო ქვეყნის საეჭვო ხარისხისა და რეპუტაციის საგანმანათლებლო სერვისებზე.

საკანონმდებლო ინიციატივა 4 მარტს იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა და მისი განხილვის პროცედურის დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]