weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

19:34 შაბათი, 01 ივლისი 2017

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, დღეს მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3,4 მაგნიტუდა იყო და ბიძგები 15:53 საათისთვის დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თელავიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, ლაფანყურთან ახლოს იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.

ბოლო პერიოდში კახეთში მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა. 7 ივნისს, 22:25 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებიდან 18 კილომეტრში მდებარეობდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 30 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა კახეთის ყველა რაიონში და საქართველოს რეგიონებში.

15 მაისს, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა თუშეთში, სოფელ დიკლოსთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]