weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კასპის სოფელ ბარნაბიანთკარში ქურდობის 3 ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

16:46 შაბათი, 09 მარტი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტში ქურდობის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ ბარნაბიანთკარში მოქალაქეების კუთვნილ საცავსა და ორ სახლში უკანონოდ შეაღწია და საყოფაცხოვრებო ნივთებს ფარულად დაეუფლა.

„პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ბინასა და სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]